გაკვეთილის გეგმა: თხუპნია
1. გაკვეთილის თემა
|
,,თხუპნია”
|
2. სწავლების საფეხური და კლასი
|
დაწყებითი საფეხური,
I კლასი.
|
3. საგaნი
მასწავლებლების სახელი,
გვარი
|
ქართული
მაია ბაქრაძე
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
25 მოსწავლე
|
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების
მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
|
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
|
1.მოსწავლეებმა შეძლონ
მოისმინონ და გაიგონ ნაცნობ თემატიკაზე
შექმნილი მცირე ზომის ტექსტი
და გამოხატონ თავისი დამოკიდებუ
ლება.
2.შეძლონ მარტივი წინადადებების
შედგენა ნაცნობ თემებზე.
3.გარკვეული საყრდენების
დახმარებით შეძლონ მარტივი, ყოფითი
·
ტექსტის წერა.
|
7. ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
ქართ.1.4.მოსწავლეს შეუძლია
მოისმინოს დაგაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ.1.14.მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
ქართ.1.15.მოსწავლეს შეუძლია
გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტის წერა.
|
8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
აქტივობა I
(დრო-10 წთ)
მოსწავლეები დაათვალიერებენ
მასალას, რომელიც მასწავლებელმა ბუკში გადმოუგზავნა. გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
აქტივობა II
ტექსტის კითხვა (დრო
5 წთ)
მასწავლვლეებელი, შემდეგ
კი მოსწავლეები კითხულობენ
ტექსტს.
აქტივობა III - მთელი კლასი (დრო 5წთ)
მასწავლებელი სვამს
კითხვებს:
რას უწუნებენ ჩიტები
თხუპნიას?
თქვენ როგორ უვლით თქვენს
სასკოლო ნივთებს?
აქტივობა IV
დაასახელე ვინ არის
მოსაწონი, ვინ არის დასაწუნი:
მაბეზღარა
თხუპნია
ზარმაცი
მოწესრიგებული
მშრომელი
ბეჯითი
აქტივობა V (დრო 3 წთ)
მოიფიქრეთ სამსიტყვიანი წინადადებები , სადაც გამოიყენებთ სიტყვებს:
თხუპნია, ზარმაცი, მოუწესრიგებელი,
მოწესრიგებული, მშრომელი
აქტივობა VI ( დრო 5წთ)
დაეხმარე თხუპნიას გაკვეთილების
ცხრილის დალაგებაში.
დაასახელე, რომელ დღეს
რომელი მოსდევს.
აქტივობა VII (დრო 2 წთ)
გაკვეთილის შეჯამება.
|
9. შეფასება
|
მოსწავლეები შეფასდებიან
იმის მიხედვით, თუ როგორ გაიგებენ
1. მოისმენილ, ნაცნობ თემატიკაზე
შექმნილი მცირე ზომის ტექსტს და გამოხატავენ თავისი დამოკიდებუ
ლებას.
2.შეძლებენ მარტივი წინადადებების შედგენას ნაცნობ თემებზე.
3.გარკვეული საყრდენების
დახმარებით შეძლებენ მარტივი, ყოფითი
ტექსტის წერას.
|
10. საკლასო მენეჯმენტი -
საგანმანათლებლო
რესურსები
|
მთელი კლასი
სახელმძღვანელო,
ბუკი, დაფა, ცარცი.
|
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა:"ვარსკვლავებით მოჭედილი ცა"
1
|
კლასი
|
II კლასი
|
2
|
საგნები
|
ქართული
ენა; ბუნებისმეტყველება.
|
3
|
სტანდარტთან შესაბამისობა (ეროვნული სასწავლო
გეგმით მისაღწევი შედეგები / ინდიკატორები)
|
ქართ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა
სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
·
მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ
დახასიათებაში;
·
ქმნის ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების ილუსტრაციებს,
ასათაურებს და გადმოსცემს მათს შინაარსს.
ქართ. II.4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
·
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს
მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის
მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს,
ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ
ნიშნებთან;
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
ბუნ.II.6.
მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების
აღწერა და დახასიათება.
·
მსჯელობს თითოეული
სეზონისათვის დამახასიათებელი ამინდის შესახებ;
|
4
|
გაკვეთილის მიზნი
|
·
მოსწავლეებმა შეძლონ მცირე ზომის ტექსტის წაკითხვა, შინაარსის გაგება და დამოკიდებულების გამოხატვა;
·
მოსწავლეებმა შეძლონ მოსმენილი ან წაკითხულ ტექსტზე ნახატის შექმნა;
·
მოსწავლეებმა შეძლონ აღწერონ სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენის გამომწვევი მიზეზი.
|
5
|
გაკვეთილის თემა
|
„ვარსკვლავებით
მოჭედილი ცა“
|
6
|
წინასწარი ცოდნა
|
·
მოსწავლეებმა
იციან ბუკებში მუშაობა;
·
წინადადების
შედგენა;
·
აქვთ ზოგადი
ინფორმაცია ბუნებრივი მოვლენების შესახებ.
|
7
|
საგნები / თემები რომელთა ინტეგრირებაც ხდება; ინტეგრირებული უნარ-ჩვევები
|
ქართული ენა - ნ. შატაიძე „ცა“;
ბუნებისმეტყველება - ბუნებრივი მოვლენები.
|
8
|
სწავლების სტრატეგიები
|
·
ინდივიდუალური დავალება ;
·
ასოციაციური რუკა;
·
გონებრივი იერიში.
|
9
|
გაკვეთილის სცენარი
|
სორგანიზაციო საკითხები-2 წთ
გამოწვევა - 5 wuTi
მასწავლებელი ბუკის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენებს ასოციაციურ რუკას, მოსწავლეები ასახელებენ თავის ასოციაციებს სიტყვა „ცასთან“ დაკავშირებით. დანართი 2.
აქტივობა 1 – 10 წუთი
მასწავლებელი ბუკის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენებს სალიდ-შოუს მოთხრობაზე „ცა“ (ნ.შატაიძე). რამოდენიმე მოსწავლე თავის ბუკში წაიკითხავს ამ მოთხრობას წინადადებების მიხედვით.
აქტივობა
2 – 8 წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებს გადაუგზავნის სავარჯიშოს: „შეადგინეთ წინადადებები“. მოსწავლეები ამ სავარჯიშოს თავიანთ ბუკებში შეასრულებენ.
აქტივობა
3 – 8 წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ბუკის საშუალებით სალიდს „ბუნებრივი მოვლენები“ (ბუნება) და თან ბუნებრივი მოვლენების შესახებ მოკლე ინფორმაციას მიაწვდის (წვიმა, ელვა, ღრუბელი, ცისარტყელა)
აქტივობა
4 – 7 წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგეს თაბახის ფურცლებს და სთხოვს დახატონ ცისარტყელა.
პრეზენტაცია - 3 წუთი
მოსწავლეები მოახდენენ საკუთარი ნახატების პრეზენტაციას.
საშინაო დავალება - 2 წუთი
მოსწავლეებმა შექმნან
მოთხრობის ილუსტრაცია.
|
10
|
შეფასება
|
მოსწავლეები
შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით. დანართი 1.
|
11
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
თაბახის
ფურცლები, ფერადი ფანქრები, ბუკები, მომზადებული სლაიდ-შოუ, ბუკებში შესასრულებელი
სავარჯიშო.
|
ინტეგრირებული
გაკვეთილის რეფლექსია
გაკვეთილის ჩატარების
დღე: 7 ოქტომბერი 2014 წელი
სკოლა: 181-ე საჯარო სკოლა
კლასი: II კლასი
მასწავლებელი: მაია ბაქრაძე
საგანი: ქართული ენა, ბუნებისმეტყველება.
ძირითადი თემა: ნ. შატაიძის „ცა“ ; ბუნებრივი მოვლენები
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი
გეგმის მიხედვით:
·
მოსწავლე შეძლებს მცირე ზომის ტექსტის წაკითხვას, შინაარსის გაგებას და დამოკიდებულების გამოხატვას;
·
მოსწავლე შეძლებს მოსმენილ ან წაკითხულ ტექსტზე ნახატის შექმნას;
·
მოსწავლე შეძლებს აღწეროს სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენის გამომწვევი მიზეზი.
საკვანძო მეთოდები / სტრატეგიები:
·
ასოციაციური რუკა;
·
გონებრივი იერიში.
·
ინდივიდუალური დავალება ;
- საკლასო
დისკუსია;
- მინი-ლექცია;
- სლაიდ-შოუ;
- სავარჯიშო
ბუკებში.
ძირითადი სასწავლო რესურსები: თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ბუკები, მომზადებული
სლაიდ-შოუ, ბუკებში შესასრულებელი სავარჯიშო.
გაკვეთილის შედეგები: მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებს.
გაკვეთილის მიზნებს გაკვეთილის დასაწყისში გაეცნენ მოსწავლეები. აქტივობები ერთმანეთთან
კარგად იყო დაკავშირებული.
მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისში უნდა შეევსოთ ასოციაციური
რუკა. მათ ამ დავალებას წარმატებით გაართვეს თავი, რამაც უზრუნველყო მოსწავლეთა მაქსიმალური
ჩართულობა საგაკვეთილო პროცეში.
პირველ აქტივობაში გამოვიყენე სლაიდ-შოუ, რომელიც მომზადებული
იყო ნ. შატაიძის მოთხრობის მიხედვით. მოსწავლეები სლაიდ-შოუს თავიანთ ბუკებში ხედავდნენ.
სლაიდ-შოუს მიმდინარეობისას რამოდენიმე მოსწავლემ გაგრძელების პრინციპით წაიკითხა მოთხრობა
„ცა“ ბუკში. აღნიშნულმა პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, რადგან
იგი მომზადებული იყო მოთხრობის სიუჟეტის მიხედვით არჩეული სურათებით. მოსწავლეები ხალისით
კითხულობდნენ ტექსტს. მოსწავლეები შევაფასე განმავითარებელი შეფასებით. კლასმა მეტნაკლებად
კარგად გაართვა თავი დავალებას. მიზნად დავისახე მოსწავლეებში კითხვის უნარების გაუმჯობესება.
შემდეგი აქტივობისათვის მოსწავლეებს ბუკებში გადაუგზავნე
სავარჯიშო, მათ უნდა შეედგინათ წინადადებები. კლასის ძირითადმა ნაწილმა დავალებას კარგად
გაართვა თავი, მხოლოდ რამოდენიმე მოსწავლემ ვერ შეძლო დავალების დავალებისთვის განკუთვნილ
დროში დასრულება, რისთვისაც მათ დამატებითი დრი მივეცი.
მოსწავლეებს ასევე ვაჩვენე სლაიდ-შოუ ბუნებრივი მოვლენების
შესახებ მინი-ლექციის თანხლებით, ამავდროულად ისინიც ხალისით ჩაერთნენ დისკუსიაში,
მოგვაწოდეს ბუნებრივი მოვლენების გამომწვევი მიზეზების შესახებ მათთვის ცნობილი ინფორმაცია
და ასევე საკუთარი აზრი აღნიშნული საკითხის შესახებ.
ბოლო აქტივობა მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით სახალისო
აღმოჩნდა, კლასს ვთხოვე დაეხატათ ცისარტყელა, რაც მათ სიამოვნებით და სწრაფად შეასრულეს.
ბოლოს მოვაწყეთ საერთო პრეზენტაცია, მოსწავლეებმა საკუთარი ნახატები მაღლა ასწიეს,
ასე რომ ყველამ ერთად გააკეთა თავისი ნახატის პრეზენტაცია. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს
მივეცი დავალება სახლში შეექმნათ ნასწავლი მოთხრობის ილუსტრაცია, ხოლო თვითონ მოთხრობა
კითხვით ესწავლათ.
გაკვეთილისათვის განკუთვნილ დროში ჩავეტიე. გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გამოვიდა.
ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიე. მოსწავლეებიც
და დამსწრე პედაგოგებიც კმაყოფილნი დარჩნენ.
თარიღი:
7 ოქტომბერი
ხელმოწერა: /მ. ბაქრაძე/
ინტეგრირებული გაკვეთილი - ქართული ენა, ბუნება - "სხეულის ნაწილები"
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ინტეგრირებული
- „სხეულის ნაწილები“
ქართული
ენა - ი. გოგებაშვილი „ჩხუბი“
ბუნება
- სხეულის ნაწილები
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო
საფეხური, II კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
28 მოსწავლე
1
სსსმ მოსწავლე
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეებმა შეძლონ გაიგონ
მცირე ზომის ტექსტის წაკითხვა, შინაარსის გაგება და დამოკიდებულების გამოხატვა; მოსმენილი
ან წაკითხულ ტექსტზე ნახატის შექმნა; შეძლებს აღწეროს ადამიანის სხეულის ნაწილები
და მათი ფუნქციები.
ქართ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს
ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს
თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II.4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
ქართ.II.8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი/წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი
გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
ბუნ.II.1.მოსწავლეს შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის
ძირითადი ნაწილების
აღწერა.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ბუკებში მუშაობა. წინადადების
შედგენა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები
შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით. დანართი 2.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
თაბახის
ფურცლები, ფერადი ფანქრები, ბუკები.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი ;
|
სორგანიზაციო
საკითხები-3 წთ
·
A ფაზა (გამოწვევა)-7 wuTi
მასწავლებელი
ბუკის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენებს ასოციაციურ რუკას, მოსწავლეები ასახელებენ
თავის ასოციაციებს „ჯანმრთელ ადამიანთან“
დაკავშირებით. დანართი 1.
·
B ფაზა (შინაარსის რეალიზება)-30
წთ
აქტივობა
1 ბუნება
მასწავლებელი
ბუკის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენებს სალიდს ადამიანის სხეულის ნაწილების და გრძნობის
ორგანოების შესახებ. პრეზენტაციის მიმდინარეობისას
მოსწავლეები კითხვებზე პასუხებს გასცემენ.
აქტივობა
2 ქართული ენა
მასწავლებელი
მოსწავლეებს გადაუგზავნის სავარჯიშოს: „გაზაფხულის დილა“ - მოსწავლეებმა უნდა დაწერონ
რომელი გრძნობის ორგანოებით რას შევიგრძნობთ. მოსწავლეები ამ სავარჯიშოს თავის ბუკებში
შეასრულებენ.
აქტივობა
3 ქართული ენა
მასწავლებელი
მოსწავლეებს გააცნობს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობას ჩხუბი. ერთხელ თვითონ წაუკითხავს, შემდეგ 2-3 მოსწავლე წაიკითხავს.
მოსწავლეები გასცემენ მასწავლებლის კითხვებს პასუხს.
აქტივობა
4
მასწავლებელი
მოსწავლეებს დაურიგეს თაბახის ფურცლებს და სთხოვს დახატონ ადამიანი.
·
C ფაზა (გამთლიანება)- 5 წთ
მოსწავლეები
მოახდენენ საკუთარი ნახატების პრეზენტაციას.
საშინაო
დავალება: მოსწავლეებმა დაწერონ ადამიანის სხეულის ნაწილები.
|
დაასახელე, სხეულის რომელი ნაწილები დაეხმარნენ გოგონას:
გოგონამ ფანჯარაში გაიხედა და მოწმენდილი ცა დაინახა.
| |
ბაღიდან ჩიტების ჭიკჭიკის ხმა მესმა.
| |
გოგონამ ეზოში ჩაირბინა.
| |
ბაღში მან წითელი ვარდი შენიშნა.
| |
გოგონა ვარდის საოცარი სურნელით დატკბა.
| |
მერე მოწყვიტა ყვავილი და ლარნაკში ჩადო.
|
გაზაფხულის დილა
No comments:
Post a Comment