მაიკო ბაქრაძის პორტფოლიო
181-ე საჯარო სკოლა
Tuesday, 15 September 2015
ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
"ვარსკვლავებით მოჭედილი ცა"
"ვარსკვლავებით მოჭედილი ცა"
გაკვეთილის ჩატარების დღე: 7 ოქტომბერი 2014 წელი
სკოლა: 181-ე საჯარო სკოლა
კლასი: II კლასი
მასწავლებელი: მაია ბაქრაძე
საგანი: ქართული ენა, ბუნებისმეტყველება.
ძირითადი თემა: ნ. შატაიძის „ცა“ ; ბუნებრივი მოვლენები
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით:
· მოსწავლე შეძლებს მცირე ზომის ტექსტის წაკითხვას, შინაარსის გაგებას და დამოკიდებულების გამოხატვას;
· მოსწავლე შეძლებს მოსმენილ ან წაკითხულ ტექსტზე ნახატის შექმნას;
· მოსწავლე შეძლებს აღწეროს სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენის გამომწვევი მიზეზი.
საკვანძო მეთოდები / სტრატეგიები:
· ასოციაციური რუკა;
· გონებრივი იერიში.
· ინდივიდუალური დავალება ;
- საკლასო დისკუსია;
- მინი-ლექცია;
- სლაიდ-შოუ;
- სავარჯიშო ბუკებში.
ძირითადი სასწავლო რესურსები: თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ბუკები, მომზადებული სლაიდ-შოუ, ბუკებში შესასრულებელი სავარჯიშო.
გაკვეთილის შედეგები: მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. გაკვეთილის მიზნებს გაკვეთილის დასაწყისში გაეცნენ მოსწავლეები. აქტივობები ერთმანეთთან კარგად იყო დაკავშირებული.
მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისში უნდა შეევსოთ ასოციაციური რუკა. მათ ამ დავალებას წარმატებით გაართვეს თავი, რამაც უზრუნველყო მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცეში.
პირველ აქტივობაში გამოვიყენე სლაიდ-შოუ, რომელიც მომზადებული იყო ნ. შატაიძის მოთხრობის მიხედვით. მოსწავლეები სლაიდ-შოუს თავიანთ ბუკებში ხედავდნენ. სლაიდ-შოუს მიმდინარეობისას რამოდენიმე მოსწავლემ გაგრძელების პრინციპით წაიკითხა მოთხრობა „ცა“ ბუკში. აღნიშნულმა პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, რადგან იგი მომზადებული იყო მოთხრობის სიუჟეტის მიხედვით არჩეული სურათებით. მოსწავლეები ხალისით კითხულობდნენ ტექსტს. მოსწავლეები შევაფასე განმავითარებელი შეფასებით. კლასმა მეტნაკლებად კარგად გაართვა თავი დავალებას. მიზნად დავისახე მოსწავლეებში კითხვის უნარების გაუმჯობესება.
შემდეგი აქტივობისათვის მოსწავლეებს ბუკებში გადაუგზავნე სავარჯიშო, მათ უნდა შეედგინათ წინადადებები. კლასის ძირითადმა ნაწილმა დავალებას კარგად გაართვა თავი, მხოლოდ რამოდენიმე მოსწავლემ ვერ შეძლო დავალების დავალებისთვის განკუთვნილ დროში დასრულება, რისთვისაც მათ დამატებითი დრი მივეცი.
მოსწავლეებს ასევე ვაჩვენე სლაიდ-შოუ ბუნებრივი მოვლენების შესახებ მინი-ლექციის თანხლებით, ამავდროულად ისინიც ხალისით ჩაერთნენ დისკუსიაში, მოგვაწოდეს ბუნებრივი მოვლენების გამომწვევი მიზეზების შესახებ მათთვის ცნობილი ინფორმაცია და ასევე საკუთარი აზრი აღნიშნული საკითხის შესახებ.
ბოლო აქტივობა მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა, კლასს ვთხოვე დაეხატათ ცისარტყელა, რაც მათ სიამოვნებით და სწრაფად შეასრულეს. ბოლოს მოვაწყეთ საერთო პრეზენტაცია, მოსწავლეებმა საკუთარი ნახატები მაღლა ასწიეს, ასე რომ ყველამ ერთად გააკეთა თავისი ნახატის პრეზენტაცია. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მივეცი დავალება სახლში შეექმნათ ნასწავლი მოთხრობის ილუსტრაცია, ხოლო თვითონ მოთხრობა კითხვით ესწავლათ.
გაკვეთილისათვის განკუთვნილ დროში ჩავეტიე. გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გამოვიდა. ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიე. მოსწავლეებიც და დამსწრე პედაგოგებიც კმაყოფილნი დარჩნენ.
თარიღი: 7 ოქტომბერი
ხელმოწერა: /მ. ბაქრაძე/
ინტეგრირებული გაკვეთილი: "ვარსკვლავებით მოჭედილი ცა"
1
|
კლასი
|
II კლასი
|
2
|
საგნები
|
ქართული
ენა; ბუნებისმეტყველება.
|
3
|
სტანდარტთან შესაბამისობა (ეროვნული სასწავლო
გეგმით მისაღწევი შედეგები / ინდიკატორები)
|
ქართ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა
სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
·
მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ
დახასიათებაში;
·
ქმნის ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების ილუსტრაციებს,
ასათაურებს და გადმოსცემს მათს შინაარსს.
ქართ. II.4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
·
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს
მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის
მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს,
ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ
ნიშნებთან;
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
ბუნ.II.6.
მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების
აღწერა და დახასიათება.
·
მსჯელობს თითოეული
სეზონისათვის დამახასიათებელი ამინდის შესახებ;
|
4
|
გაკვეთილის მიზნი
|
·
მოსწავლეებმა შეძლონ მცირე ზომის ტექსტის წაკითხვა, შინაარსის გაგება და დამოკიდებულების გამოხატვა;
·
მოსწავლეებმა შეძლონ მოსმენილი ან წაკითხულ ტექსტზე ნახატის შექმნა;
·
მოსწავლეებმა შეძლონ აღწერონ სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენის გამომწვევი მიზეზი.
|
5
|
გაკვეთილის თემა
|
„ვარსკვლავებით
მოჭედილი ცა“
|
6
|
წინასწარი ცოდნა
|
·
მოსწავლეებმა
იციან ბუკებში მუშაობა;
·
წინადადების
შედგენა;
·
აქვთ ზოგადი
ინფორმაცია ბუნებრივი მოვლენების შესახებ.
|
7
|
საგნები / თემები რომელთა ინტეგრირებაც ხდება; ინტეგრირებული უნარ-ჩვევები
|
ქართული ენა - ნ. შატაიძე „ცა“;
ბუნებისმეტყველება - ბუნებრივი მოვლენები.
|
8
|
სწავლების სტრატეგიები
|
·
ინდივიდუალური დავალება ;
·
ასოციაციური რუკა;
·
გონებრივი იერიში.
|
9
|
გაკვეთილის სცენარი
|
სორგანიზაციო საკითხები-2 წთ
გამოწვევა - 5 wuTi
მასწავლებელი ბუკის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენებს ასოციაციურ რუკას, მოსწავლეები ასახელებენ თავის ასოციაციებს სიტყვა „ცასთან“ დაკავშირებით. დანართი 2.
აქტივობა 1 – 10 წუთი
მასწავლებელი ბუკის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენებს სალიდ-შოუს მოთხრობაზე „ცა“ (ნ.შატაიძე). რამოდენიმე მოსწავლე თავის ბუკში წაიკითხავს ამ მოთხრობას წინადადებების მიხედვით.
აქტივობა
2 – 8 წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებს გადაუგზავნის სავარჯიშოს: „შეადგინეთ წინადადებები“. მოსწავლეები ამ სავარჯიშოს თავიანთ ბუკებში შეასრულებენ.
აქტივობა
3 – 8 წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ბუკის საშუალებით სალიდს „ბუნებრივი მოვლენები“ (ბუნება) და თან ბუნებრივი მოვლენების შესახებ მოკლე ინფორმაციას მიაწვდის (წვიმა, ელვა, ღრუბელი, ცისარტყელა)
აქტივობა
4 – 7 წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგეს თაბახის ფურცლებს და სთხოვს დახატონ ცისარტყელა.
პრეზენტაცია - 3 წუთი
მოსწავლეები მოახდენენ საკუთარი ნახატების პრეზენტაციას.
საშინაო დავალება - 2 წუთი
მოსწავლეებმა შექმნან
მოთხრობის ილუსტრაცია.
|
9
|
შეფასება
|
მოსწავლეები
შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით. დანართი 1.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
თაბახის
ფურცლები, ფერადი ფანქრები, ბუკები, მომზადებული სლაიდ-შოუ, ბუკებში შესასრულებელი
სავარჯიშო.
|
Subscribe to:
Posts (Atom)